logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას" შეისყიდის

24 სექ 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
w1u8803hc87qtjq.jpeg

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთს "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის" შესყიდვის მოთხოვნით მიმართა, - ამის შესახებ დეფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. ინფორმაციას აფსნიპრესი ავრცელებს.

როგორც ცახნაკიამ განმარტა, ვაქცინის შესყიდვა ე.წ. უწყების სახსრებით მოხდება.

„სიტყვიერად მივმართეთ რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით, რადგან ჯერ არ არის დასრულებული მასზე მუშაობის მესამე ეტაპი და ის რუსეთშიც ფართომასშტაბიანად ჯერ არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივმართეთ რუსეთს თხოვნით, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, სურვილის შემთხვევაში ვაქცინაცია შეძლონ. ველოდებით დაახლოებით 15-20 ათას ვაქცინას. ვაქცინაცია იქნება უფასო“, - განაცხადა დეფაქტო მინისტრმა.


close დახურვა